11 June, 2019

„მნიშვნელოვანი სიტყვები“ .



„მნიშვნელოვანი სიტყვები“ .
მდიდარი ლექსიკური მარაგი პირდაპირ არის დაკავშირებული ტექსტის გააზრებასა და სიღრმისეულ წვდომასთან, რადგან, თუ მოსწავლისთვის გაუგებარი არის ტექსტში არსებული სიტყვების მნიშვნელობა, ბუნებრივია, უფრო მეტად ბუნდოვანი იქნება აზრი. ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება აღწერით ტექსტებზე მუშაობისას როგორც დაწყებით, ასევე საშუალო საფეხურზე.
    მეთოდის მიზანია, მოსწავლეებს განუვითარდეთ ახალ სიტყვებზე მუშაობის და სხვადასხვა კონტექსტში მათი ადექვატური გამოყენების უნარ-ჩვევა, აგრეთვე  შეძლონ ტექსტის გაგება და მთავარი და მეორე ხარისხოვანი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა. მეთოდის გამოყენების შედეგად, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან კითხვის პროცესში, დამოუკიდებლად და ინტერესით კითხულობენ სხვადასხვა თემაზე შექმნილ არამხატვრულ ლიტერატურას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის მიმართ, უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, უვითარდებათ მსჯელობის, წაკითხულის გააზრებისა და ტექსტის გაგება-ანალიზის უნარები.

No comments:

Post a Comment