„დიდი წიგნი“ არის გაზეთის ზომის წიგნი - 4-დან 16 გვერდამდე. ასეთ წიგნში ტექსტი დიდი ასოებითაა მოცემული ისე, რომ გარკვეულ დისტანციაზე მჯდომმა ბავშვებმა შეძლონ წაკითხვა. სასურველია თითოეულ გვერდზე განთავსდეს მარტივი ნახატიც.ტექსტი დაწერილი უნდა იყოს მსხვილი, მუქი და კარგად ხილვადი ასოებით. ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების ასაკსა და მომზადების დონეს. „დიდი წიგნის“ შექმნისას ისეთი ტექსტი უნდა შეირჩეს, რომელშიც რამდენჯერმე მეორდება სიტყვა თუ ფრაზა, რათა მოსწავლემ უკეთ დაიმახსოვროს და ამოიცნოს იგი. საჭიროა ერთი და იგივე ტექსტი ათჯერ და ოცჯერაც წაიკითხონ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ერთი და იმავეს წაკითხვა და თითოეული წინადადების შესაბამისი აზრის დამახსოვრება. თავიდან ბავშვები სიტყვების ამოკითხვაზე არ მუშაობენ, რადგან მათ არ იციან კითხვა/ დეკოდირება. ბავშვები ვიზუალურად იმახსოვრებენ მთლიან სიტყვებს და წინადადებებსაც კი. ბავშვები მთლიანობაში აღიქვამენ ტექსტს და არა ნაწილ-ნაწილ. ისინი „კითხულობენ“ აუდიტორული მეხსიერებით. მოსწავლეები ჯერ ვერ წაიკითხავენ, მაგრამ დაიმახსოვრებენ - რა წერია. მათ დაახლოებით 150 სიტყვის ამოცნობა უნდა შეძლონ.
11 June, 2019
1. „დიდი წიგნების“ ერთობლივი კითხვა

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment