28 March, 2016

გაკვეთილის გეგმა ,,თეთრი სოკო''


მასწავლებელინათია უჩავა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
                                    გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა:
ნ.გელაშვილი   ,,თეთრი სოკო’
 სწავლების საფეხური
II კლასი, დაწყებითი   საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე. სსსმ მასწავლე არ არის
მნიშვნელობა/
აქტუალობა
მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენილი ტექსტის გააზრება,პერსონაჟის თვისებების ერთმანეთთან შედარება.გაუჩნდეთ სხვისი დახმარების სურვილი.
წინარე ცოდნა
შეუძლიათ წყვილებში და სქემაზე მუშაობა.
გაკვეთილის მიზნები/შედეგები.
მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენილი ტექსტის გაგება და ანალიზის გაკეთება.ვარაუდების გამოთქმა,პერსონაჟების თვისებაზე ყურადღების გამახვილება და საკუთარი აზრის გა
მოთქმა.
ქართ.  II. 2. ქართ. II. 11. ქართ. II. 13.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლის თვითშეფასება:    

ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
ვიყავი აქტიური გაკვეთილის დროს



ვუსმენდი სხვას



არგუმენტირებულად ვპასუხობდი შეკითხვებს



შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ მოსმენილი ტექსტის  გააზრება,პერსონაჟის თვისებების ანალიზი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,მარკერი,ფურცლები,კალამი,შეფასების რუბრიკები.
გაკვეთილის მსვლელობა
1.      აქტივობა . 1 წთ. კლასის ორგანიზება: გაკვეთილის გეგმის,თემის,მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
2.      აქტივობა . 1 წთ. მოსწავლის განწყობის  შექმნა.
3.       აქტივობა.3 წთ. იდუმალი ყუთი
4.       აქტივობა. 3 წთ.  გონებრივი იერიში.
5.      აქტივობა 10 წთ ტექსტის კითხვა პაუზებით , კითხვა-პასუხი, ვარაუდების სქემის შევსება.
6.       აქტივობა 10 წთ „კუბი“ მუშაობენ წყვილებში და ასრულებენ წერით დავალებას.
7.       აქტივობა 7 წთ პრეზენტაცია.
8.      აქტივობა: 5 წთ. ცხელი სკამი.
9.       აქტივობა2 წთ ავსებენ თვითშეფასების კითხვარს
10.   აქტივობა2  წთ გაკვეთილის შეჯამება/რეფლექსია
11. აქტივობა1 წთ საშინაო დავალება



კუბის კითხვებიშეაფასე-  მისაღებია თუ არა სხვა სოკოების საქციელი თეთრ სოკოსთან მიმართებაში შენთვის? (როგორც მოექცნენ თეთრ სოკოს,რას ფიქრობ სამართლიანი იყო?)
შეადარე- რით ჰგავს და განსხვავდება სხვა სოკოები და თეთრი სოკოები ერთმანეთს.(როგორები არიან,სად ცხოვრობენ,რა თვისებები აქვთ)
აღწერე- როგორია და რა თვისებები ჰქონდა თეთრ სოკოს, რატომ ფიქრობ ასე?მოიყვანე არგუმენტები.
გამოიყენე-რა დასკვნა გამოიტანე ამ მოთხრობიდან,რასაც ცხოვრებაში გაითვალისწინებდი?
ასოციაცია-თუ გახსენებს ეს მოთხრობა რაიმეს? უკვე ნასწავლას,ან ფილმს,ან მულტფილმს?
გააანალიზე-როგორ ფიქრობ,რატომ არ იღებდა თეთრი სოკო ხმას, როდესაც მას დასცინოდნენ?

No comments:

Post a Comment